განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
ლანა ღვინჯილია - სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. აქვს სამაგისტრო ხარისხი სახელმწიფო მართვაში (GIPA) და ჟურნალისტიკაში (თსუ). პროფესიული კარიერის პირველი 6 წელი იყო ტელეჟურნალისტი, რეპორტიორი, თოქ-შოუს წამყვანი. შემდეგი 11 წელი მუშაობდა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის, მედიის და განვითარების სფეროში (TI Georgia, USAID GEAR Project, IFES, WWF, PA Consulting, OSGF, etc.). ასევე 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს კვლევას „სოციალური მედიის გავლენა სამოქალაქო მონაწილეობაზე საქართველოში“. 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს საზოგადიოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნების და განვითარების, სამოქალაქო აქტივიზნის და კამპანიების დაგეგმვის, მოხალისეთა მართვის თემაზე.
577 237 740